კალათბურთი

16:11 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მეტოქე “ბარსელონაში”

ჩეხი კალათბურთელი ტომაშ სატორანსკი, რომელიც მომავალ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც დაუპირისპირდება, ესპანური “ბარსელონას” წევრი ხდება.

სატორანსკი გასულ სეზონში ბექა ბურჯანაძის “კახასოლის” ღირსებას იცავდა, მომავალ კვირაში კი კატალონიაში ჩავა და კონტრაქტსაც გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ევრობასკეტზე საქართველომ ჩეხეთთან 79:95 წააგო და მაშინ სატორანსკიმ 20 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.

2015 წლის ევროპის პირველობის შესარჩევ ციკლში ქართველი კალათბურთელები ჩეხებს თბილისში 10 აგვისტოს დაუხვდებიან, საპასუხო შეხვედრა კი ნიმბურკში 20 აგვისტოს შედგება.

0.124653