კალათბურთი

23:37 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მარცხიანი ტური ესპანეთში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურში ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” სტუმრად “გიპუზკოა ბასკეტთან” 62:73 წააგო და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილამდე დაქვეითდა.

ქართველი ფორვარდი არაგონელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 23:35 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

სანიკიძემ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმრებს 23 ქულით და 9 მოხსნით ჯოზეფ ჯონსმა ულიდერა, ხოლო მასპინძელთაგან საუკეთესო ჯეისონ რობინსონმა 24 ქულა მიითვალა.

“სარაგოსამ” 16 მოგების წილ მე-13 მარცხი განიცადა და როგორც აღვნიშნეთ, მე-7 პოზიციაზე აღმოჩნდა.

15 გამარჯვებით და 14 წაგებით მე-8 საპლეიოფო პოზიციას ინარჩუნებს ბექა ბურჯანაძის “კახასოლი”, რომელმაც მადრიდულ “ესტუდიანტესთან” 71:82 წააგო. ქართველი კალათბურთელი განაცხადში იყო, თუმცა, მოედანზე არ გამოჩენილა.

0.123994