ოქსანა კალაშნიკოვას და გაბრიელა დაბროვსკის წყვილმა მექსიკის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 500 ათასი ლარი) ნახევარფინალში მარცხი განიცადა.
მე-2 ნომრად განთესილი ქართველი და კანადელი ჩოგბურთელები მე-3 რეიტინგის მქონე ხორვატ დარია იურაკს და ამერიკელ მეგან მულტონ-ლევის გაეჯიბრნენ და 6:4, 4:6, 8:10 დამარცხდნენ.
მონტერეის ტურნირზე ასპარეზობის წყალობით, ოქსანამ და გაბრიელამ 110-110 ქულა გამოიმუშავეს.
ნახევარფინალში წააგეს ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამაც, რომლებიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში 10-ათასიან ტურნირზე ირჯებოდნენ.
ქართულმა წყვილმა ტურნირის მომავალ გამარჯვებულ – ჩეხურ-სლოვაკურ დუეტთან (ალერტოვა-სკამლოვა) 2:6, 4:6 წააგო.