სხვა

1:59 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “ბაკეუ” მე-3 ადგილს ინარჩუნებს

რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატში გადადებული მატჩი გაიმართა. ლიდერმა “კონსტანცამ” ვლადიმერ რუსიას და შოთა თევზაძის “შტიინცა ბაკეუ” მიიღო და 31:24 დაამარცხა.

“ბაკეუს” შემადგენლობაში რუსია თვალსაჩინო ფიგურა იყო. მან პირველ ტაიმში 4 ტყორცნიდან 3 გოლი გაიტანა. ვლადიმერმა ბოლო გოლი 26-ე წუთზე შეაგდო და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ტაიმის ბოლომდე “კონსტანცამ” გაქცევა მოაწყო და თამაშის საწყისი ნახევარი 17:12 მოიგო, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმია – 31:24.

ცნობისთვის, მე-2 ტაიმის ბოლო 20 წუთი “ბაკეუს” კარში შოთა თევზაძე იდგა.

შედეგად, 14 ტურის შემდეგ რუმინეთის ჩემპიონატს 38 ქულით ლიდერობენ “კონსტანცა” და “პოტაისა ტურდა” (მოგებაზე რუმინეთში 3 ქულაა).

31 ქულით მესამე ადგილზეა “შტიინცა ბაკეუ.” 12 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზეა “პოლიტექნიკა ტიმიშოარა”, რომლის ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო, კიდევ ერთი თვე ვერ ითამაშებს.

მომდევნო ტურში, 2 თებერვალს, “ბაკეუ” შინ მიიღებს “ბაია მარეს”. რუმინეთის ჩემპიონატის პლეიოფში ორწრიანი ტურნირის შემდეგ 6 გუნდი გადის.

www.geohandball.ge

0.115514