სხვა

15:35 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ბრინჯაოს მედალი გაინაღდეს

ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კრივში ახალგაზრდებს შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა 2 ბრინჯაოს მედალი გაინაღდეს.

49 კილოგრამ წონაში დავით ნანავამ და 69 კგ-ში კონსტანტინე ხვისტანმა ნახევარფინალურ ეტაპზე გააღწიეს, რითაც მინიმუმ ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

ფინალში გასასვლელად ახალგაზრდა ქართველი მოკრივეები 16 აგვისტოს იბრძოლებენ. დავით ნანავას მეტოქე ნახევარფინალში ბულგარეთის წარმომადგენელი ზდრავკო მიჰაილოვი იქნება, კონსტანტინე ხვისტანი კი რუს ტამერლან მაგომედოვს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში გასვლის შანსი კიდევ 4 ქართველ მოკრივეს ჰქონდა, თუმცა მათ მეოთხედფინალური ბარიერი ვერ გადალახეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მთავარ მწვრთნელ – კუკური შავგულიძის ხელმძღვანელობით როტერდამში 9 სპორტსმენით გაემგზავრა.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასევე იმყოფებიან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაური, კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ტარიელ გოგოჭური.

 

საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა

49 კგ. დავით ნანავა

56 კგ. ზაურ ხურციძე

60 კგ. ალექსანდრე ლურსმანაშვილი

64 კგ. ჯემალ შალამბერიძე

69 კგ. კონსტანტინე ხვისტანი

75 კგ. ირაკლი ქათამაძე

81 კგ. გიორგი გიორგაძე

91 კგ. გიორგი ურჯუმელაშვილი

+91 კგ. დემურ მაჭარაშვილი

მთავარი მწვრთნელი: კუკური შავგულძე

 

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.065831