სხვა

3:19 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ჰოკეისტებმა კორეელებთან წააგეს

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონის პირველ შეხვედრაში ჩრდილოეთ კორეას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

ლუსემბურგის ქალაქ კოკელშოიერში მიმდინარე 6-დღიანი ტურნირის საწყის მატჩში ქართველები 1:22 დამარცხდნენ, დარტყმები კი 92:4 იყო მეტოქის სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლი 44 წლის გოჩა ჯეირანაშვილმა გაიტანა.

დღის სხვა მატჩებში ჰონგ კონგმა არაბეთის გაერთიანებული ემირატების გუნდს 2:1 სძლია, ხოლო ბულგარეთმა ლუქსემბურგს 8:5 მოუგო.

7 აპრილს ქართველი ჰოკეისტები ჰონგ კონგს ეთამაშებიან, 9-ში – ბულგარეთს, 11-ში – ლუქსემბურგს, ხოლო 12-ში – არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.121722
სარეკლამო ადგილი - 99
X x X