ჩოგბურთი

20:51 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ჩოგბურთელებმა ეგვიპტელები დამაჯერებლად დაამარცხეს

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა.

ქართველმა ჩოგბურთელებმა ლიტვის ქალაქ შიაულაიში მიმდინარე მინი-ტურნირის საწყის მატჩში ეგვიპტელები 3:0 დაამარცხეს.

დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ეკატერინე გორგოძემ (376-ე რეიტინგში) სანდრა სამირის (ურეიტინგო) 7:5, 6:3 სძლია, შემდეგ სოფო შაფათავამ (მე-200) მაიარ შერიფს (719-ე) 6:1, 6:1 მოუგო, წყვილებში კი ოქსანა კალაშნიკოვამ (308-ე) და შაფათავამ ხსენებულ შერიფს და ოლა აბუ ზეკრის (954-ე) აჯობეს – 6:2, 6:3.

დღის მე-2 მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას 2:1 მოუგო და ჯგუფიდან გასვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. გუნდების ლიდერთა შეხვედრაში ბოსნიელმა იასმინა ტინჯიჩმა (252-ე) ჩანელ სიმონდსს (211-ე) 6:4, 6:4 სძლია.

A ჯგუფის შეხვედრებში ლიხტენშტეინმა ჩერნოგორიას 3:0 სძლია, ხოლო ფინეთმა ლიტვა 2:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო ნაკრები ნახევარფინალებში დაწყვილდება, ფინალისტები კი ფედერაციის თასის I ჯგუფში თამაშის უფლებას მიიღებენ.

0.116254