საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა ფეხბურთელებმა მასპინძლებთან მძიმე მარცხის (1:4) შემდეგ, მობილიზება მოახერხეს და რუსეთს 4:2 სძლიეს.
ვასილ მაისურაძის შეგირდთაგან თავის გამოჩენა არჩილ მესხმა, გიორგი გოროზიამ, ლუკა ზარანდიამ და გიორგი ბერიძემ მოახერხეს. ტურის მე-2 შეხვედრაში პორტუგალიამ შანსი არც ჩეხეთს დაუტოვა და ისევ დიდი ანგარიშით იმარჯვა – 3:0.
დასკვნითი ტურის წინ, საქართველოს ნაკრებს მე-2 ადგილის დაკავების კარგი შანსი აქვს. 20 აპრილს თბილისის დროით 13:00 საათზე ქართველი 19-წლამდელები ჩეხებს ეთამაშებიან, პორტუგალია კი რუსეთს გაეჯიბრება.
ამ დროისთვის ტურნირის ლიდერი პორტუგალია გახლავთ 6 ქულით, საქართველოს 3 ქულა აქვს, ხოლო რუსეთს და ჩეხეთს ერთმანეთში ნათაშები ყაიმის წყალობით, თითო-თითო ქულა გააჩნიათ.