საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა უნგრეთში ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 5 ქულის სხვაობით – 56:50 ამარცხებდა მასპინძლებს, მაგრამ, წინა მატჩის არ იყოს, ბოლომდე ძალები არც ამჯერად გასწვდა და ბოლო 10-წუთეულის 14:27 წაგების შემდეგად, შეხვედრა 70:77 დათმო.
ამით საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უცხოური შეკრება დაასრულა და ხვალ თბილისში გამოემგზავრება. ბერუაშვილის გუნდი ევროპის ჩემპიონატის “ბ“ დივიზიონისთვის მზადებას საქართველოში განაგრძობს.
18-28 ივლისს ჩვენს ნაკრებს მაკედონიაში კონტინენტის პირველობაზე მოუწევს ასპარეზობა, სადაც ჯგუფში მეტოქეებად ნორვეგია, ესტონეთი, ჰოლანდია, გერმანია და ავსტრია ეყოლება.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. მარცალი. უნგრეთი. 25 ივნისი
უნგრეთი – საქართველო 77:70 (24:12, 11:18, 15:26, 27:14)
www.gbf.ge