სხვა

17:19 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველის და ეგვიპტელის ორთაბრძოლა მაკკარტნიმაც იხილა

ნოემბრის ბაშოს მე-5 დღე იმით გამოირჩა, რომ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში მიმდინარე სუპერტურნირს თვალი ლეგენდარული “ბითლზის” წევრმა სერ პოლ მაკკარტნიმ მიადევნა. ცხადია, იგი ქართველი გოლიათის თეიმურაზ ჯუღელის ასპარეზობასაც იხილავდა, რომელსაც ამჯერად წარმატებული ორთაბრძოლა ჰქონდა.

გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი, რომელიც კიუშიუს ბაშოს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ოსუნაარასის გადაეყარა. უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე და ყველაზე ახალგაზრდა სეკიტორების შერკინება თეიმურაზის სასრაგებლოდ დასრულდა. ჯუღელმა ეგვიპტელი აბდელრაჰმან ანაელდინ შაალანი ოშიდაშით დაამარცხა.

გაგამარუმ 3 მარცხის წილ მე-2 გამარჯვება იზეიმა, მომდევნო ბრძოლა კი დასავლეთის იაპონელ მე-16 მაეგაშირა ტაამასუკას წინააღმდეგ ელის, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 1:2 მარცხდება.

5 დღის თავზე ნოემბრის სუპერტურნირს 4 დაუმარცხებელი მონაწილეღა ჰყავს. ესენი იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი და რიგითი მაეგაშირები – მასუნოიამა და შოტენრო არიან. სხვათა შორის, მომდევნო საშეჯიბრო დღეს ეს უკანასკნელნი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ჰაკუჰო მე-3 მაეგაშირა ტაკაიასუს გაეჯიბრება, ჰარმაფუჯის მეტოქე კი კომუსუბი ოკინოუმი იქნება.

ნოემბრის ბაშოს მე-5 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=EY2D4gih2LU#t=0

0.128425