სხვა

14:33 | 20.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი სუმოისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

14-15 ივნისს ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სუმოში, სადაც ევროპის 13 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, საქართველოს სუმოს ნაკრების წევრებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.

ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 11 მედალი მოიპოვეს – 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს. დიდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გიორგი მეშვილდიშვილმა (აბსოლუტური), 1 ოქრო საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში მოიპოვა, 18-წლამდელებს შორის კი ოქროს მედალი აიღო ლაშა ჯელაძემ (აბსოლუტური).

ბულგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სუმოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ ევროპის ჩემპიონატის შემაჯამებელი პრესკონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართა.

 

ევროპის ჩემპიონატი სუმოში

14-15 ივნისი, სამოკოვო

3 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო

დიდები

ოქრო - გიორგი მეშვილდიშვილი (აბსოლუტური)

ვერცხლი - გუნდური

ვერცხლი - ლევან ბერიანიძე (აბსოლუტური)

ბრინჯაო - ლევან ბერიანიძე (მძიმე)

ბრინჯაო - გიორგი მეშვილდიშვილი (-115 კგ.)

ბრინჯაო - ავთო ცერცვაძე (მძიმე)

 

18 წლამდელები

ოქრო - ლაშა ჯელაძე (აბსოლუტური)

ოქრო - გუნდური

ვერცხლი - გიორგი ფარადაშვილი (მძიმე)

ვერცხლი - გიორგი ფარადაშვილი (აბსოლუტური)

ბრინჯაო - ლაშა ჯელაძე (-100 კგ.)

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.113632