ჭიდაობა

15:43 | 9.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი სამბისტები წარმატებულ სვლას განაგრძობენ

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს ქართველმა სამბისტებმა ორი ბრინჯაოს მედალი უკვე მოიპოვეს. ხუთი სპორტსმენი კი ფინალშია და ოქროს მედლისთვის საღამოს იბრძოლებს.
ყველაზე შედეგიანად დილის პროგრამა ახალგაზრდა ვაჟებმა ჩაამთავრეს. ზვიად კაპანაძეს (68კგ), ზაზა დავაძეს (90) და ლევან მუქერიას (100) ოქროს მედლამდე თითო გამარჯვება აშორებთ. კაპანაძე ფინალში ბელარუს ალექსანდრ კოქშას დაუპირისპირდება, დავაძე - აზერბაიჯანელ სეიმურ ფეიდაროვს, ხოლო მუქერია - მოლდოველ ანატოლი პოიაკს. ჭაბუკ სამბისტთაგან ჩემპიონობისთვის სლავა რეზესიძე (+87კგ) იბრძოლებს. გადამწყვეტ შეხვედრაში იგი უკრაინელ პავლო მოხონკოს დაეჭიდება, ბექა რატიანმა (81) კი, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ფინალში იჭიდავებს ასევე 20-წლამდე გოგონათა ნაკრების წევრი ნინო ოძელაშვილი (72კგ), სადაც მისი მეტოქე ბელარუსი ანჟელა მუროზოვა იქნება. დარინა აბულაძემ (48) კი, ბრინჯაოს მედალი უკვე გაინაღდა.
ფინალური შეხვედრები საღამოს 18:00 საათიდან დაიწყება.
 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.12083