ფეხბურთი

16:41 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მწვრთნელი გერმანიის სამოყვარულო ლიგაში

გერმანიის სამოყვარულო ლიგაში ქართველი მწვრთნელი მუშაობს. საუბარია, 39 წლის ხვიჩა შუბითიძეზე, რომელიც “ლვბ ლაიპციგს” წვრთნის.

39 წლის შუბითიძეს გერმანიის ქვედა ლიგებში არაერთ კლუბში უთამაშია. თუმცა, ყველაზე წარმატებული პერიოდი აუე-ში და “ზანქტ-პაულიში” ჰქონდა, რომელთა შემადგენლობაში მეორე ბუნდესლიგაში გამოდიოდა.

მან კარიერა შარშან სწორედ ხსენებულ “ლაიპციგში” დაასრულა, ხოლო ამჟამად ამ გუნდის მწვრთნელია.

საქართველოში შუბითიძეს თბილისის “იმედის”, “თეთრი არწივისა” და “შევარდენის” ღირსება დაუცავს.

0.114452