ფეხბურთი

17:55 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი და სერბი 19-წლამდელები გორში დაზავდნენ

 

საქართველოსა და სერბეთის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებების ამხანაგური მატჩი, რომელიც გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, 1:1 დასრულდა.

განვლილ შეხვედრაში, 19-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ, გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:

ქურდაძე, კაკაბაძე, ნიკა ჭანტურია, თევზაძე, ტაბიძე, ცინცაძე, ზარანდია, გოროზია, ჯიქია, აბურჯანია, კიკაბიძე.

შესვენებაზე, ზარანდია ახვლედიანმა შეცვალა, ხოლო ჯიქია – კერძევაძემ.

მატჩის მე-18 წუთზე, ანგარიში სერბებმა გახსნეს – გოლის ავტორი ილიჩი აღმოჩნდა. 24-ე წუთზე, თანაფარდობა ცინცაძემ აღადგინა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.

ამ გუნდების მომდევნო სპარინგი 11 ოქტომბერს, კვლავ გორში ჩატარდება.

ფოტო gff.ge 

0.120987