ჭიდაობა

18:39 | 15.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ჭაბუკები კუშადასში იჭიდავებენ

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა გუნდები ოთხშაბათს თურქეთში გაემგზავრნენ. 17-19 ივნისს კუშადასი ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს და მასზე თამაზ ბენდიანიშვილისა და ვაჟა კრავეიშვილის გუნდები გაფართოებული შემადგენლობით გამოვლენ. კლასიკოსთა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადში ათივე წონითი კატეგორია შეავსო, ხოლო 58, 85 და +85 კილოგრამებში ორ-ორი მოჭიდავე შეიყვანა. თავისუფალთა თავკაცმა კი თორმეტი შეგირდი შვიდ წონაში გადაანაწილა.
24-26 ივნისს ჭაბუკთა ნაკრებები ირანის ქალაქ თავრიზში ჩასატარებელ საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავებენ და სავარაუდოდ, მწვრთნელები ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელ შემადგენლობას შემდეგ დაასახელებენ. ევროპირველობა 9-14 აგვისტოს, ვარშავაში გაიმართება. 23-28 აგვისტოს კი, უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდებიან.

დაბოლოს, ისევ კუშადასის ტურნირი და თურქეთში წასულთა სრული სია:

ბერძნულ-რომაული
42 კგ - გიზო მელაძე
46 კგ - ლევან ხოზრევანიძე
50 კგ - ედნარ შავაძე
54 კგ - გიორგი ტოტიკაშვილი
58 კგ - ლაშა მარიამიძე და შმაგი ბოლქვაძე
63 კგ - ვლადიმერ ქიქავა
69 კგ - ნიკა ფირცხალავა
76 კგ - ლაშა გობაძე
85 კგ - კუკური კირცხალია და გიორგი კოვზირიძე
+85 კგ - ბექა კანდელაკი და თორნიკე ბაბუნაშვილი

თავისუფალი
42 კგ - რამაზ ზოიძე და ტაიფუნ აბდულაევი
46 კგ – გივი პასიკაშვილი და რამაზ დარჩიძე
50 კგ – შოთა ფანცულაია და შალვა ხუციშვილი
58 კგ – შოთა ფარტენაძე და რაუფ შაკულ-ოღლი
69 კგ – შალვა ჭადაშვილი და ომარ გურჯიძე
76 კგ – გიორგი ჩხარტიშვილი
85 კგ – ბექა როჭიკაშვილი
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.11478