2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის გათამაშებისათვის მზადების ფარგლებში, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 26 მარტს “კლერმონელ” თანატოლებთან სავარჯიშო მატჩი ჩაატარა, 28-ში კი სრულფასოვანი დაპირისპირებაც შედგება.
გასულ სავარჯიშო, მართვად თამაშში ორივე გუნდის მწვრთნელმა, დავით ჩავლეიშვილმა და ფრედერიკ სიოვომ თავიდან ცალ-ცალკე ავარჯიშეს შერკინება და ხაზი, შემდეგ კი, ვინაიდან შეხვედრა სავარჯიშო ხასიათის იყო, მწვრთნელების გადაწყვეტილებით, მსაჯი ხშირად ზედიზედ ნიშნავდა შერკინებას თუ აუტს მოედნის სხვადასხვა ადგილებში.
ორივე გუნდის ყველა მოთამაშეს მიეცა სავარჯიშო მატჩში მონაწილეობის საშუალება. თამაშის მსვლელობისას გუნდებმა ლელოებიც დადეს, მაგრამ სავარჯიშო ხასიათის გამო, ანგარიშს ყურადღება არ ექცეოდა.
28 მარტს საქართველოსა და “კლერმონის” 18-წლამდელები სრულფასოვან ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე 16:00 საათზე დაიწყება.
მომავალი მატჩი 18-წლამდე “ბორჯღალოსნებისთვის” 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილს წარმოადგენს.
18-წლამდელები მოსამზადებელ შეკრებას 3 აპრილამდე გაივლიან, ხოლო 6 აპრილს ისინი FIRA AER-ის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონის გათამაშებაში საასპარეზოდ პოლონეთში გაემგზავრებიან.
საქართველოს U18 ნაკრების გაფართოებული (საშეკრებო) შემადგენლობა
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი.
მწვრთნელები: მამუკა ტყეშელაშვილი, ლევან შარაშიძე.
ფიზ-მომზადების მწვრთნელი: გიორგი ნადარეიშვილი.
მენეჯერი: პაატა მაისურაძე.
მეოთხედფინალები, 11 აპრილი
1. ინგლისი – პორტუგალია
2. საფრანგეთი – იტალია
3. ირლანდია – საქართველო
4. შოტლანდია – უელსი
ნახევარფინალები, 15 აპრილი
პირველის გამარჯვებული – მეოთხეს გამარჯვებული
მეორეს გამარჯვებული – მესამეს გამარჯვებული