კალათბურთი

13:49 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 18-წლამდელები ფინეთში ადგილობრივ ნაკრებთან დამარცხდნენ

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების მარცხი ჰელსინკში. არჩილ ჟღენტის, გიორგი ნიკოლაძის და დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ფინელ თანატოლებთან ვერაფერი გააწყო და დიდი სხვაობით – 40:99 დამარცხდა.

ქართელებმა შედარებით კარგად ჩაატარეს მეორე მეოთხედი, რომელიც 12:14 დათმეს, დანარჩენ პერიოდებში კი არაფერი გამოუვიდათ და უიმედო მარცხი იწვნიეს.

ქართველები ფინეთში კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავენ და 20 ივლისს ბულგარეთში გაემგზავრებიან. 21-ში საქართველოს ნაკრები ბულგარელებს გაეჯიბრება და 24 ივლისიდან ევროპის ჩემპიონატის “ბ“ დივიზიონში ჩაებმება. არჩილ ჟღენტის გუნდი D ჯგუფშია ავსტრიასთან, ესტონეთთან, ისლანდიასთან, გერმანიასა და ისრაელთან.

ამხანაგური მატჩი. ჰელსინკი. 18 ივლისი

ფინეთი – საქართველო 99:40 (38:13, 14:12, 23:10, 24:5)

0.12244