ფეხბურთი

17:24 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 17-წლამდელები ჰოლანდიასთან მინიმალურად დამარცხდნენ

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე, მე-11 ჯგუფში 6 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და მომავალი წლის გაზაფხულზე ელიტ რაუნდში ითამაშებს.

ჯგუფის დასკვნით მატჩში, ქართველები ჰოლანდიასთან 0:1 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 26-ე წუთზე ქართველთა კარში სლაბეკორნმა გაიტანა. ჰოლანდიელები 9 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ.

შეხვედრაში, რომელიც პარალელურად გორში მიმდინარეობდა ფარერების კუნძულებმა სან მარინო 1:0 დაამარცხა. ფარერებმა 3 ქულით მე-3 პოზიცია დაიკავეს. 

0.117445