საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ნახევარფინალში გასასვლელად დანიელთა 9 ქულით ძლევა სჭირდებოდა, თუმცა, რაღა მოგებაზეა საუბარი, როდესაც აღნიშნულზე მეტი სხვაობა მეტოქემ დააფიქსირა – 62:74.
აღსანიშნავია, რომ თამაშის დასაწყისში გია კაზანჯიანის შეგირდები 13:5 დაწინაურდნენ და თითქის მიზნის მიღწევა არც ისე რთული სჩანდა, მაგრამ შემდგომში დანიელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ყველაფერი ნათელი გახდა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ვილი ისიანი გახლდათ, რომელმაც 36:06 წუთში მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა (15 ქულა, 12 მოხსნა), ხოლო გიორგი ცირეკიძემ 18 ქულა ჩააგდო, თუმცა კი, უკვე პირველი ტაიმის შემდეგ 17 ჰქონდა.
ამგვარად, ნახევარფინალის საგზური დანიამ მოიპოვა და 17 აგვისტოს ფინეთს დაუპირისპირდება, მე-2 ნახევარფინალში კი ტურნირის მასპინძელი ბოსნია-ჰერცეგოვინა და
თავის მხრივ, მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობს ასპარეზობას საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები. ჩვენს გუნდს მომდევნო შეხვედრა ასევე 17 აგვისტოს (თბილისის დროით 16:00 საათზე) ინგლისის წინააღმდეგ