სხვა

20:03 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებს თურქეთის ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვთ

თურქეთის სახელბურთო ჩემპიონატში პლეიოფის სტადია დაიწყო. მეოთხედფინალის პირველ მატჩში ტრაბზონსფორი სტუმრად დამარცხდა ბურსა ნილუფერთან - 28:30. საპასუხო მატჩი 15 აპრილსაა ტრაბზონში.  ტრაბზონელთა შემადგენლობაში სამ მეკარეს შორის გიგა ტორონჯაძეც იყო, ხოლო რატი მსხვილიძემ 6 გოლი გაიტანა. ტრაბზონსფორს საპასუხო შეხვედრაში სასურველი ანგარიშით მოგების კარგი შანსი აქვს.

რუმინეთში რეგულარული პირველობის ბოლო ტური გაიმართა და პლეიოფი ახლა იწყება. შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას შტიინცა ბაკეუმ 22-ე ტურში 34:29 დაამარცხა სტიაუა და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა 49 ქულით. პლეიოფის პირველ წრეში შტიინცას მეტოქე იქნება  მეოთხე ადგილზე გასული პანდური. თამაშები 26 და 29 აპრილს გაიმართება. ირაკლი ჩიქოვანის კლუბი ტიმიშოარა პლეიაუტში. ბოლო ტურში ტიმოშოარა დამარცდა პანდურისთან - 29:31 და რეგულარული სეზონი 15 ქულით მეათე ადგილზე დაასრულეს.

მაკედონიაში დაიწყო ძირითადი ექვსეულის ტურნირი ქვეყნის ჩემპიონობისთვის. ქვეყნის ორი უძლიერესი კლუბი, სკოპიეს მეტალურგი და ვარდარი ბრძოლას სწორედ ამ ეტაპზე იწყებს, აქამდე კი ისინი ასპარეზობდნენ ჩემპიონთა ლიგაში და ეწ გაზპრომის ლიგაში, სადაც მაკედონიის, სერბეთის, ბოსნიის, ხორვატიის, მონტენეგროს, სლოვაკეთის, პოლონეთისა და ბელარუსის 10 კლუბი თამაშობს.  მეტალურგსა და სკოპიეს ფინალური ექვსეულის ტურნირზე ემატება რეგულარული სეზონის 4 საუკეთესო გუნდი - ზომიმაკ სტრუმიცა (15 თამაშიდან 15 მოგება), ტინექსი, მეტალურგ-ჯუნიორი და პელისტერი. ექვსეულის პირველ ტურში სტრუმიცამ 30:21 მოუგო პელისტერს და რევაზ ჭანტურიამ 7 გოლი გაიტანა.

ამასობაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციაში გაიმართა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა. 28 გუნდი დაიყო 7 ჯგუფად, ფინალში გავა ყველა ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი და საუკეთესო მესამე. მეთქევსმეტე ფინალისტია შეჯიბრების მასპინძელი, პოლონეთი.

ჯგუფების შემადგენლობა ასეთია:
1 ჯგუფი:  ხორვატია, ნორვეგია, ჰოლანდია, თურქეთი
2 ჯგუფი: დანია, ბელარუსი, ლიტვა, ბოსნია
3 ჯგუფი: სლოვენია, შვედეთი, სლოვაკეთი, ლატვია
4 ჯგუფი: სერბეთი, ისლანდია, მონტენეგრო, ისრაელი
5 ჯგუფი: უნგრეთი, რუსეთი, პორტუგალია, უკრაინა
6 ჯგუფი: საფრანგეთი, მაკედონია, ჩეხეთი, შვეიცარია
7 ჯგუფი: ესპანეთი, გერმანია, ავსტრია, ფინეთი

ტურნირი 2014-15 წლებში გაიმართება, ფინალს კი 2016 წლის იანვარში უმასპინძლებს პოლონეთის 4 ქალაქი - კრაკოვი, ვროცლავი, გდანსკი და კატოვიცე.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის ოქტომბრის ბოლოდან ჩაებმება 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ სტადიაზე.

 

http://www.geohandball.ge

0.115277