ჭადრაკი

22:04 | 1.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა ყაიმები დააფიქსირეს

მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე, რუსეთის თასის ეგიდით მიმდინარე ქალთა ტურნირში, ნაზი პაიკიძე (2411) რუს დარია ჩაროჩკინას (2358) დაუზავდა და 4.5 ქულა მოაგროვა. შედეგად, დამატებითი მაჩვენებლებით, პაიკიძე მე-4 ადგილზე იმყოფება.
ნაზის დარი მონაგარი კიდევ ხუთ მოჭადრაკეს აქვს, რომელთაგან ერთ-ერთ რუს მარია რომანკოს (2389) ქართველი მე-6 ტურში დაუპირისპირდება.
სტუდენტ გოგონათა ტურნირში ლიდერობა დათმო პირველი რეიტინგის (2426) მქონე ნინო ბაციაშვილმა, რომელმაც მე-5 ტურში შავი ფიგურებით ყაიმი რუს ალინა კაშლინსკაიასთან (2389) გააფორმა და 3.5 ქულა მოაგროვა, პირველ ადგილზე კი ბელორუსმა ნასტასია ზიაზულკინამ (2290) გადაინაცვლა 4.0 ქულით. მე-6 ტურში ბაციაშვილი თეთრებით რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას (2333) ეთამაშება.       
შეგახსენებთ, რომ Moscow Open-ი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 5 თებერვალს დასრულდება.

0.117381