ჩოგბურთი

15:04 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა წყვილებით დაიწყეს

ბათუმში 25-ათასიანი ტურნირის ძირითადი ბადის მატჩები დაიწყო და ქართველები თავდაპირველად წყვილთა შეჯიბრში ჩაებნენ.

ნინო მემიშიში და სომეხი ლინდა ოჰანიანი პირველ ნომრად განთესილ უკრაინულ-გერმანულ დუეტთან (ფომინა-შაკოვეცი) დამარცხდნენ – 0:6, 0:6, ხოლო თამარ ჭალაგანიძემ და მედეა პეტრიაშვილმა ბულგარელ ნაიდენოვასთან და უკრაინელ სტრახოვასთან 2:6, 1:6 წააგეს.

პირველ რაუნდში მარიამ ბოლქვაძე და თამარ კუტუბიძე მე-2 განთესვის მქონე თურქ ოზგენს და ხორვატ ვრლიჩს გაეჯიბრებიან, ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია კი ძალებს რუსულ წყვილთან (ლიდკოვსკაია-ვორონცოვა) მოსინჯავენ.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირის ძირითად ბადეში 5 ქართველი ჩოგბურთელი იასპარეზებს. მე-8 ნომრად მიჩნეული გორგოძე “უაილდ ქარდის” მქონე ჭალაგანიძეს ეთამაშება, ასევე “უაილდ ქარდით” მოასპარეზე ბოლქვაძე ოზგენს (მე-4) გაეჯიბრება, ქვაცაბაია რუსეთის სახელით მოთამაშე ძალამიძეს დაუპირისპირდება, კუტუბიძე კი – რუს სავინიხს. 

0.134416