ძიუდო

18:28 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა თბილისის ტურნირით იხეირეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისის გრან პრის შედეგებიცაა გათვალისწინებული. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 27-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა და შესაბამისად, განახლებულ რეიტინგსიაშიც ქართველთათვის საინტერესო ბევრი სიახლეა.

ირაკლი უზნაძის გუნდის წევრთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგი კვლავ ავთანდილ ჭრიკიშვილს აქვს. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, 81 კილოგრამ წონით კატეგორიას სათავეში უდგას თბილისის გრან პრის ჩემპიონობით ლიდერობა განიმტკიცა და უახლოეს მდევარს – მსოფლიოს ფრანგ ჩემპიონ ლუის პიეტრის უკვე 636 ქულით უსწრებს.

90 კილოგრამში ვარლამ ლიპარტელიანი კვლავ მეორე ადგილზეა. მას პირველ საფეხურზე მყოფი კუბელი ეშლი გონზალესის გადასწრების ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, მაგრამ თბილისის გრან-პრის მონაწილეთა სიიდან ბოლო მომენტში ამოეწერა და პირად რეიტინგს ვერაფერი შემატა.

ასევე მეორე ადგილს ინარჩუნებს უმსუბუქეს წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი, რომელიც თბილისურ ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ მხოლოდ მეხუთე ადგილს და 60 სარეიტინგო ქულას დასჯერდა. მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი კი მესამე ადგილიდან ერთი საფეხურით დაწინაურდა, ოღონდ ახალ პოზიციას უხვტიტულა ფრანგთან ტედი რინერთან იყოფს – ორივე ძიუდოისტს 1900 ქულა აქვს.

ჩამოთვლილ სპორტსმენთა გარდა საქართველოს ნაკრებს საუკეთესო ათეულში კიდევ ერთი წარმომადგენელი ჰყავს – თბილისის გრან პრის ჩემპიონი ზვიად გოგოჭური მეთოთხმეტე პოზიციიდან მეშვიდემდე დაწინაურდა.

ქართული გრან პრის კიდევ ერთმა ჩემპიონმა ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ), რომელიც აქამდე 26-ე ადგილს იკავებდა, უკვე მე-15 საფეხურზე დგას. ბრინჯაოს პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) კი მხოლოდ ერთი პოზიციით დაწინაურდა. საგრძნობლად წაიწიეს წინ ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ), უშანგი მარგიანმა (81 კგ), დავით ლორიაშვილმა, გურამ თუშიშვილმა (ორივე 100 კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ).

სარეიტინგო ცვლილებები ქალთა ნაკრების წევრებსაც შეეხოთ. ყველაზე უკეთესი მდგომარეობა +78 კილოგრამშია, სადაც ირინე ლეონიძე 164 ქულით 44-ე ადგილზეა. ელენე ქებაძე კი თბილისის გრან პრიზე აღებული 60 ქულით რეიტინგში 72-ე პოზიციაზე ჩაეწერა. შორენა შარაძეც (63 კგ) მოწინავე ასეულშია, 97-ე ადგილით.

ქვემოთ კაცების შვიდივე წონითი კატეგორიის მოწინავე ხუთეულებს და ყველა ქართველი ძიუდოისტის პირად რეიტინგს გაეცნობით.

P.S.

მსოფლიოს განახლებულ რეიტინგში რატომღაც გათვალისწინებული არაა ლაშა შავდათუაშვილისა და როსტომ ხახალეიშვილის მიერ თბილისის გრან პრიზე მოპოვებული ქულები. მონაცემები სავარაუდოდ მომავალ კვირაში ჩასწორდება.

 

60 კგ

1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)       2700

2 ამირან პაპინაშვილი          2036

3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლ)  1942

4 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლ)  1786

5 ფელიპე კიტადაი (ბრაზილია)      1366

47 ბეთქილ შუკვანი          278

50 ლუხუმ ჩხვიმიანი        242

83 პაატა მერებაშვილი       120

123 გიორგი მესაბლიშვილი      60

202 ვაჟა მარგველაშვილი       14

259 გიორგი ბროლაშვილი       2

259 ლერი ჭელიძე       2

 

66 კგ

1 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღ) 1820

2 მასაში ებინუმა (იაპონია)       1470

3 ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია)       1346

4 გიორგი ზანტარაია (უკრაინა)      1312

5 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)       1286

11 ლაშა შავდათუაშვილი        948

33 შალვა ქარდავა     390

41 ტრისტან ფეიქრიშვილი    329

152 თორნიკე თათარაშვილი    42

160 ვაჟა მარგველაშვილი     36

224 კახა ცაგარელი    12

254 გელა კელიხაშვილი      8

268 ვანიკო თოთლაძე        6

298 გიორგი ქალდანი      2

 

73 კგ

1 ნიამ-ოჩირ საინიარგალი (მონღოლ) 1781

2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)      1688

3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)        1484

4 უგო ლეგრანი (საფრანგეთი)     1290

5 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღ) 1210

12 ზებედა რეხვიაშვილი        936

15 ნუგზარ ტატალაშვილი     759

156 ზურაბ ნოზაძე     45

159 არსენ მაჭარაშვილი     42

212 ამბაკო ავალიანი      18

223 თამაზ კირაკოზაშვილი      16

234 ფრიდონ გიგანი           14

273 გიორგი პაპუნაშვილი      8

325 ლაშა შავდათუაშვილი    2

 

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი      2624

2 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)     1988

3 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)   1398

4 ტრევის სტივენსი (აშშ)       1312

5 სვენ მარეხი (გერმანია)       1169 

12 ლევან წიკლაური (რუსეთი)     802

48 უშანგი მარგიანი    288

95 ზებედა რეხვიაშვილი    100

166 ლაშა ზურაბიანი            42

178 ბექა ღვინიაშვილი         30

232 გიორგი პაპუნაშვილი        12

257 პაატა ღვინიაშვილი          10

261 იასონ ჩილინდრიშვილი      8

 

90 კგ

1 ეშლი გონზალესი (კუბა)          2374

2 ვარლამ ლიპარტელიანი       2236

3 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)    1882

4 კირილ დენისოვი (რუსეთი)        1798

5 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა)     1088

7 ზვიად გოგოჭური       970

90 ბექა ღვინიაშვილი      114

104 პაატა ღვინიაშვილი      70

173 ლაშა ტაველური       20

201 არჩილ გოგოლაშვილი     12

 

100 კგ

1 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)   2348

2 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)        2018

3 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)          1680

4 სირილ მარე (საფრანგეთი)        1583

5 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი)    1253

43 ლევან ჟორჟოლიანი      256

45 ალექსანდრე მსხალაძე       237

62 ირაკლი ცირეკიძე      164

64 დავით ლორიაშვილი        156

109 ნოდარ მეტრეველი         62

109 გურამ თუშიშვილი         62

112 ბექა ბერძენიშვილი        60

112 ვარლამ ლიპარტელიანი     60

153 ლაშა გურული          31

203 გიორგი ნოზაძე        9

219 რევაზ ჩიკოიძე          2

 

+100 კგ

1 რაფაელ სილვა (ბრაზილია)       2210

2 ტედი რინერი (საფრანგეთი)       1900

3 ადამ ოქრუაშვილი        1900

4 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი)       1662

5 დავიდ მოურა (ბრაზილია)         1300

19 ლევან მატიაშვილი        578

57 ნოდარ მეტრეველი        160

89 გიორგი ზაქარიაძე         81

96 ონისე ბუღაძე              70

162 ზვიად ხანჯალიაშვილი   10

179 როსტომ ხახალეიშვილი      2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.186126