ფეხბურთი

13:39 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა რუსულ პრემიერლიგაში განაახლეს - ანანიძის ფრე, ამისულაშვილის მარცხი

ზამთრის შესვენების შემდეგ, რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგა განახლდა და მე-20 ტურში, “როსტოვმა”, სადაც ჯანო ანანიძე გამოდის, კრასნოდარის “ყუბანს” უმასპინძლა და გუნდები უგოლოდ დაშორდა.

ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში და 81-ე წუთზე შეცვალეს. “როსტოვს” 25 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-8 ადგილზეა.

სამარას “კრილია სოვეტოვი”, რომელსაც ალექსანდრე ამისულაშვილი კაპიტნობს, სტუმრად  გათამაშების ლიდერთან მოსკოვის “ლოკომოტივთან” 1:2 წააგო. ამისულაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. “კრილია” 24 ქულით მეათეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 26-ე ტურში, ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” სტუმრად მოსკოვის “ტორპედოსთან” 1:2 წააგო. მერაბ ურიდია დამარცხებულთა სასტარტოში იმყოფებოდა და მე-60 წუთზე შეცვალეს. “ნეფტეხიმიკი” 15 ქულით 19 გუნდში ბოლოსწინაა.

ორენბურგის “გაზოვიკმა” სტუმრად კრასნოიარსკის “ენისეისთან” 0:0 ითამაშა. ზურაბ არზიანი ორენბურგელთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “გაზოვიკი” 33 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

ეკატერინბურგის “ურალის” დუბლშემადგენლობა სტუმრად “კრასნოდარის” სარეზერვო გუნდათ 2:3 დამარცხდა. ლაშა გვალიამ ეკატერინბურგელებში სრულად ითამაშა.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) პირველ ტურში, კლაიპედას “გრანიტასმა”, რომელსაც სეზონის წინ გიორგი ალავერდაშვილი და თამაზ ჩარგეიშვილი შეურთდნენ, სტუმრად “თრაკაისთან” 0:2 წააგო. ქართველებმა მოედანზე 90 წუთი გაატარეს.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურში, “ტირასპოლმა” შინ “ოლიმპიას” 1:0 აჯობა. ლაშა ჯაფარიძემ, რომელიც “ტირასპოლში” ზამთარში რუსთავის “მეტალურგიდან” გადავიდა, შეუცვლელად ითამაშა. “ტირასპოლმა” 45 ქულა დააგროვა და 12 გუნდში მეორეა.

0.120686