ჭიდაობა

14:06 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა ოქრო-ვერცხლის შანსი დაკარგეს

 

 

ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხალიჩა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ. საღამოს 19 საათიდან ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში: 59, 66 და 98 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების წევრები კი თუ ფინალურ ბლოკში მოხვდებიან, მხოლოდ ბრინჯაოს მედლებისთვის საბრძოლველად – ლაშა გოგიტაძემ (59 კგ), რევაზ ლაშხმა (66 კგ), ვასილ იმერლიშვილმა (98 კგ) და გურამ ფერსელიძემ (130 კგ) ძირითად ბადეში გამოსვლა საწყის ეტაპზევე დაასრულეს და ისღა დარჩენიათ, თავიანთი მომგებების ფინალში გასვლას დაელოდონ, თავად რეპეშაჟის გზა რომ გაეხსნათ.

გოგიტაძე პირველ წრეში სერბ კრისტიან ფრისთან 3:8 დამარცხდა. ლაშხმაც პირველივე შეხვედრა დათმო რუსეთის ნაკრების წევრ ადამ კურაკთან – 0:9. ფერსელიძემ ლიტველ მინდაუგას მიზგაიტისთან 0:1 წააგო. იმერლიშვილმა კი შედარებით შედეგიანად იჭიდავა – ევროპირველობაში მერვედფინალიდან ჩაერთო და იტალიელ დაიგორო ტიმონჩინის სამწუთნახევარში 10:0 მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში თურქ ჩენკ ილდემთან შეხვედრის მეხუთე წუთზე, მაშინ, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, მსაჯმა სამი გაფრთხილების გამო მოხსნა. 

0.109038