ძიუდო

10:16 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა მოგებებით დაიწყეს

 

 საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ნუგზარ ტატალაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრები მოიგეს. 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის სატურნირო ბადეში სულ 69 ძიუდოისტი გადანაწილდა და შესაბამისად ჩემპიონატი სამოცდამეოთხედფინალით დაიწყო. ქართველები კი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთნენ.

ნუგზარ ტატალაშვილმა თურქმენეთის ნაკრების წევრ სამველ აირაპეტიანს პირველსავე წუთზე აღებული ვაზარით აჯობა. ლაშა შავდათუაშვილი განელ ემანუელ ნარტეის უილეთოდ, ორი შიდოთი გასცდა.

მომდევნო შეხვედრაში ტატალაშვილი სომეხ არმენ ნაზარიანს დაუპირისპირდება. შავდათუაშვილის მეტოქე კი მოზამბიკელი ედსონ მადეირა იქნება.

0.126835