ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ქვეყნის 35-ე ღია ჩემპიონატზში 13 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის სამი ქართველი მოჭადრაკეა: საერთაშორისო დიდოსტატი ლუკა პაიჭაძე, საერთაშორისო ოსტატი შოთა აზალაძე და ფიდეს ოსტატი სალომე ხაჟომია.
ქართველებმა ტურნირი კარგად დაიწყეს და გამარჯვება მოიპოვეს. პირველ ტურში პაიჭაძემ მილკო კიჩუკოვს (ბულგარეთი), აზალაძემ - ზდრავკო ნიკოლოვს (ბულგარეთი), ხოლო ხაჟომიამ მარიოს ნიკოლაკის პანაიოტისს (საბერძნეთი) მოუგო.
მე-2 ტურის პარტიები დღეს ჩატარდება.
როლანდ ლაბუჩიძე