ჭადრაკი

16:42 | 2.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა ათეულში დაასრულეს

ფილადელფიაში დასრულებული საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული კუბელი დიდოსტატი ფიდელ ხიმენესი (2601) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და აშშ-ს სახელით მოთამაშე დანიელ ნაროდიცკის (2472) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ლიდერებს 0.5 ქულით ჩამორჩა და მე-4 ადგილი დაიკავა მიხეილ კეკელიძემ (2488), ხოლო კიდევ ერთი ქართველი გიორგი მარგველაშვილი (2565) 6.0 ქულით მე-10 პოზიციაზე გავიდა.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ფილადელფიაში ზვიად იზორიაც (2583) თამაშობდა, ოღონდ აშშ-ს სახელით. მან ასევე 6.0 ქულა მიითვალა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 იყო.

საპრიზო ფონდიდან ჩემპიონმა 4827 დოლარი მიიღო, კეკელიძეს 953 დოლარი გადაეცა, მარგველაშვილს კი – 402.

 

 

0.120036