ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ ანტალიის 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღეს.
მე-3 ნომრად განთესილმა გორგოძემ სლოვენიელი ტიასა სრიმპფი 6:1, 6:0 დაამარცხა და მერვედფინალში ფრანგ ვიკტორია მუნტეანს გაეჯიბრება.
თავის მხრივ, ქვაცაბაიამ რუს კსენია დმიტრიევას 6:3, 6:1 სძლია და ახლა, ამერიკელ მალიკა როუზთან ჭიდილი
წყვილთა ტურნირში მე-2 რეიტინგის მქონე გორგოძემ და ქვაცაბაიამ რუმინელ კრისტინა ადამესკუს და იტალიელ იასმინ ლადურნერს 6:1, 6:2 მოუგეს და მეოთხედფინალში ზელანდიურ-ფრანგულ დუეტს (დიან ჰოლანდსი-ვიკტორია მუნტეანი) ეთამაშებიან.