ჭიდაობა

14:06 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებისთვის საჭიდაო დღე დასრულდა

 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე აზერბაიჯანელი, ჰასან ალიევი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში სერბ დავორ შტეფანეკთან დამარცხდა და რევაზ ლაშხმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი დაკარგა. ამრიგად 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე გამოსვლა მეოთხედფინალით დაასრულა.

დღესვე ტაშკენტურ მსოფლიოს პირველობაზე მედლები 80 და 130 კილოგრამებშიც გათამაშდება და საპრიზო სამეულები იქაც საქართველოს ნაკრების წევრთა გარეშე შეივსება. გიორგი ცირეკიძემ (80 კგ) პირველსავე წრეში წააგო, ხოლო იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) - მერვედფინალში.

 

ვასილ მშვილდაძე

0.121937