სხვა

10:11 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების დრამატული მარცხი რუმინულ ფინალში

ქართველი ხელბურთელების, შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბმა, 

“შტიინცა ბაკეუმ” თითქმის მოგებული რუმინეთის თასის ფინალი წააგო.

“ბაკეუ” მთელი თამაში უგებდა რუმინეთის ჩემპიონატის ლიდერს, “კონსტანცას,” ვისაც ამ მატჩამდე ზედიზედ 17-გამარჯვებიანი სერია ჰქონდა შინაურ ასპარეზზე. დასრულებამდე 10 წუთით ადრე “ბაკეუ” 27:20 იგებდა,  მაგრამ ძირითადი დროის ბოლომდე “კონსტანცამ” ანგარიში გაათანაბრა - 28:28.

ორი 5-5 წუთიანი დამატებითი პერიოდებიდან პირველი 31:31 დასრულდა, მეორე - 36:36. დაინიშნა შვიდმეტრიანების სერია და ჯამში “კონსტანცამ” 45:44 გაიმარჯვა.  ქართველებიდან მხოლოდ ვლადიმერ რუსიამ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. ფინალი ქალაქ პლოეშტში გაიმართა.

თურქეთის ჩემპიონატში რატი მსხვილიძე ყველაზე შედეგიანი იყო თამაშში, რომელშიც “ტრაბზონსფორმა” სტუმრად “ანთალიას” მოუგო - 33:30. რატიმ 7 გოლი გაიტანა, მისი და გიგა ტორონჯაძის კლუბი ისევ მეოთხე ადგილზეა. პირველი თამაში წააგო ლიდერმა, “ბეშიქთაშმა,” ვინც ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა “იედითეფემ” დაამარცხა - 30:27.

მაკედონიაში ზედიზედ მეათე მეთოთხმეტე მატჩი მოიგო “სტრუმიცამ.” რევაზ ჭანტურიამ 10 გოლი გაუტანა “მეტალურგს,” ხოლო მისმა გუნდმა 34:24 გაიმარჯვა.

http://www.geohandball.ge


0.131141