თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებაში მე-3 განთესვის მქონე ეკატერინე გორგოძის და სოფო ქვაცაბაიას დუეტმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველმა ჩოგბურთელებმა მეოთხედფინალში იაპონელები – იოშიმი კავასაკი და იუმი ნაკანო 3:6, 6:4, 10:5 დაამარცხეს, ფინალში გასასვლელად კი პირველ ნომრად მიჩნეულ თურქულ-ჩეხურ წყვილს (ბასაკ ერაიდინი-ბარბორა კრეიჩიკოვა) გაეჯიბრებიან.
სამწუხაროდ, ქართველთა გარეშე გაგრძელდება ერთეულთა შეჯიბრი. შეგახსენებთ, რომ გორგოძემ პირველივე რაუნდში რუს კსენია ლიკინასთან 2:6, 3:6 წააგო, ქვაცაბაია კი მერვედფინალში მე-7 ნომრად განთესილ სლოვაკ ჩანტალ სკამლოვასთან 6:7 (1:7), 1:6 დამარცხდა.