ჭადრაკი

16:03 | 7.02.2014 | ნანახია 2367 - ჯერ

ქართველები საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ

 

გიბრალტარში დასრულდა გრანდიოზული საჭადრაკო ფესტივალი ქალებსა და კაცებს შორის, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრი ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი მონაწილეობდა.

ქალთა შორის ჯავახიშვილი დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ბოლო ტურში ლი ჩაოსთან (ჩინეთი) წააგო, 6,5 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა. 7-7 ქულით I-III ადგილები მარია მუზიჩუკმა (უკრაინა), ჟაო სიუემ (ჩინეთი) და ნატალია ჟუკოვამ (უკრაინა) დაიკავეს. რაც შეეხება ხოტენაშვილს, იგი ბოლო ტურში ნიკოს გეორგიადისს (საბერძნეთი) დაუზავდა, 6 ქულა დააგროვა და საერთო ჩათვლაში 64-ე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება მთავარ პრიზს, ფინიშის ხაზი 8-8 ქულით ვასილი ივანჩუკმა (უკრაინა), ივან ჩეპარინოვმა (ბულგარეთი) და ნიკიტა ვიტიუკოვმა (რუსეთი) გადალახეს. რადგან ჩემპიონატის დებულებიდან გამომდინარე პირველი პრიზის გაყოფა არ შეიძლებოდა, უძლიერესი ტაი ბრეიკებმა გამოავლინეს, რომლის შემდეგ I-III ადგილები ასე განაწილდა: ჩეპარინოვი, ვიტიუკოვი, ივანჩუკი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:54 | 08.02.2014
kalesu (249)

ეს მხოლოდ ფაქტების უხეში კონსტატირებაა და ამას ნებისმიერი დააფიქსირებდა....იქნებ ,როგორც სპორტული მიმომხილველი ისე მიდგომოდით თემას??დავიფიცებ ,რომ არცერთი თამაში არ გინახავთ...მგონი ვერც ერკვევით რიგიანად ჭადრაკში...მეგობარო, ტურნირში 260 სპორცმენი ღებულობდა მონაწილებას...ჩეპარინოვას 6,5 საათი ებრძოლა ხოტენაშვილი და ერთი შეცდომის გამო მოუწია პარტიის დათმობა...ლელა კი ლიდერობდა და სამეულში ვერ მოხვდა...იქნებ ცოტა რამ დაგეწერათ გოგონებზე ...ბოლოსდაბოლოს ცოტა ყურადღებას ხომ ყველა სპორცმენი იმსახურებს?????რჩევას მოგცემთ...ალაგ- ალაგ მაინც უყურეთ ხოლმე თამაშებს,რომ მერე დაწერა არ გაგიჭირდეთ....მთლიანობაში ყოჩაღ გოგონებო...ურიგო არ იყო...ბრძოლის ჟინი საქმის ნახევარია და მათ ეს აქვთ...რასაც თქვენზე ვერ ვიტყვი ჩემო "სპორტულო კომენტატორო"....პატივისცემით...

11:58 | 08.02.2014
kalesu (249)

ჩეპარინოვი უნდა დამეწერა.... )))))) მეც შემეშალა... )))))

12:03 | 08.02.2014
kalesu (249)

ისე ის ტურნირის გამარჯვებულია და 20000ფუნტი სტერლინგი მოიგო.....

21:13 | 07.02.2014
ogafa (10220)

ჯავახიშვილი ლიდერობდა და სამეულში მაინც უნდა მოხვედრილიყო

0.066441