სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

1:34 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები სამეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ

ევროპის მე-15 ინდივიდუალური პირველობის დასრულებამდე ორიოდ ტურით ადრე, ჩემპიონობის მოპოვების უმთავრეს კანდიდატად რუსი მოჭადრაკე ვალენტინა გუნინა (2501) რჩება, რომელმაც შავი ფიგურებით ყაიმი სალომე მელიასთან (2454) გააფორმა და 9 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა.

გუნინას ქულით 3 მოჭადრაკე ჩამორჩება: უკრაინელი ნატალია ჟუკოვა (2451), მელია და რუსი ტატიანა კოსინცევა (2476). ჟუკოვამ უნგრელი ტრანგ ჰოანგი (2490) დაამარცხა, ხოლო კოსინცევამ შავებით ლელა ჯავახიშვილს (2474) სძლია. შედეგად, ეს უკანასკნელი 6.0 ქულით მე-11 პოზიციამდე დაქვეითდა.

6.5 ქულა მოაგროვეს და შესაბამისად, მე-6 და მე-9 საფეხურებზე იმყოფებიან ნინო ბაციაშვილი (2417) და ნინო ხურციძე (2460). ბაციაშვილი სომეხ ელინა დანიელიანს (2458) დაუზავდა, ხურციძემ კი ბულგარელ ადრიანა ნიკოლოვას (2303) მოუგო.

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ტურნირზე კიდევ 5 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა მდგომარეობა ასეთია: 12. ნანა ძაგნიძე (2541) – 6.0; 22. მერი არაბიძე (2406) – 5.5; 23. სოფიო გვეტაძე (2356) – 5.5; 47. სოფიკო გურამიშვილი (2402) – 5.0; 99. მადონა ბოკუჩავა (2027) – 3.5;

ბოლოსწინა მე-10 ტურის პარტიები 16 ივლისს შედგება. საინტერესო პარტიები ასეთია: გუნინა-კოსინცევა, ჟუკოვა-მელია, მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2521)-კარინა შჩეპკოვსკა-ჰოროვსკა (პოლონეთი, 2369), დანიელიანი-ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2488), ბაციაშვილი-ხურციძე, ძაგნიძე-ელიზაბეტ პაეტი (გერმანია, 2456), კრისტინა-ადელა ფოისორი (რუმინეთი, 2383)-ჯავახიშვილი, გვეტაძე-არაბიძე.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120026