ჭადრაკი

14:13 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები სამეულს მიღმა

ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში გამართული საერთაშორისო ტურნირის ბოლო ტური წარუმატებელი გამოდგა ქართველი მოჭადრაკეებისთვის, ამდენად, საპრიზო სამეული მათ გარეშე დაკომპლექტდა.

უკანასკნელ პარტიაში მანამდე მე-2 ადგილზე მყოფი ლევან ფანცულაია (2595) შავი ფიგურებით პირველ ნომრად განთესილ რუს ივან პოპოვთან (2652) დამარცხდა და 7.5 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა.

ასეთივე მონაგარით მე-6 პოზიციაზე აღმოჩნდა მერაბ გაგუნაშვილი (2556), რომელიც თეთრებით ტურნირის ჩემპიონ სეტურამანს (2553) დაუზავდა.

რაც შეეხება ტურნირის კიდევ ერთ ქართველ მონაწილე თორნიკე სანიკიძეს (2553), მან შავი ფიგურებით ინდოელსავე სანტოშ ვიდიტთან (2582) წააგო და 7.0 ქულით მე-15 საფეხური დაიკავა.

როგორც აღვნიშნეთ, 8.5 ქულით სეტურამანი გაჩემპიონდა, ასეთივე შედეგის მქონე პოპოვი მე-2 იყო, მესამეზე კი ხსენებული ვიდიტი გავიდა 8.0 ქულით.

0.114647