ფეხბურთი

13:52 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები “ორჰუსის” დუბლებში, ვაწაძის დუბლი

დავით დევდარიანმა, მათე ვაწაძემ და დავით სხირტლაძემ დანიური “ორჰუსის” დუბლებში ითამაშეს. სამივე მათგანი სასტარტოში იყო “ესბიერგის” სარეზერვოებთან 2:5 წაგებულ შეხვედრაში. ორჰუსელთაგან ორივე გოლი ვაწაძემ გაიტანა – 0:4-ის შემდეგ შეაგდო ორივე, თუმცა მეტოქემ შემდეგ კიდევ ერთი ბურთი მიითვალა.

პირველი შემთხვევა არაა, როცა ქართველებს “ორჰუსის” დუბლებში უწევთ თამაში. ეს გასაგებია, რადგან ძირითად გუნდში თამაშის პრაქტიკა შეუმცირდათ. მაგალითად, გასულ ტურში სამი ქართველიდან მხოლოდ დევდარიანი გამოჩნდა მინდორზე და ისიც ბოლო 4 წუთით.

ვაწაძეს რაც შეეხება, მას ტრავმა ჰქონდა და ორი კვირის წინ დაიწყო თამაში.

0.121528