ჩინურ ჩონგქინგში მიმდინარე 16-წლამდელთა საჭადრაკო ოლიმპიადას 5 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. რუსეთის გუნდი ქულათა მაქსიმუმით (10) დაწინაურდა, მის უახლოეს მდევრებს ინდოეთს და თურქეთს კი 9-9 ქულა გააჩნიათ.
2 მოგება, 2 ყაიმი და 1 მარცხი მოუგროვდა საქართველოს ნაკრებს, რომელსაც 6.0 ქულა გააჩნია და დამატებითი მაჩვენებლებით, 72 ნაკრებს შორის 27-ე ადგილზე იმყოფება.
მე-6 ტურში ქართული ოთხეულის – გიორგი სიბაშვილი (2186), ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2142), ნიკა ღვამბერია (2047) და ნოე თუთისანი (2025) – მეტოქე ერთ-ერთი ჩინური საჭადრაკო გუნდი იქნება – WXXL CHESS CLUB.
ცნობისთვის, 16-წლამდელთა ოლიმპიადა ათ ტურად მიმდინარეობს და 29 ივლისს დასრულდება.