ფეხბურთი

22:53 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები მალტის ჩემპიონები გახდნენ

 

ნუკრი რევიშვილი, ირაკლი მაისურაძე და ქართული პასპორტის მქონე ნიგერიელი აბაიომი ოვონიკოკო მალტის ჩემპიონები გახდნენ. ბოლო ტურში “ვალეტა” ლიდერ “ბირკირკარას” სტუმრობდა და 2 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ მოუგო (2:0) და ჩემპიონობაც იზეიმა. რევიშვილმა და მაისურაძემ 11-11 მატჩი ჩაატარეს “ვალეტაში”, ოვონიკოკომ კი – 4 (1 გოლი). 

შეგახსენებთ, რევიშვილი და მაისურაძე გორის “დილადან” გადავიდნენ მალტის კლუბში, ოვონიკოკო კი – “გაგრადან”.

“ვალეტა” თასის ფინალშიცაა გასული და 1 მაისს “სლიმა უონდერერსს” ეთამაშება.

0.125604