ჭადრაკი

16:28 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან

ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე 3 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 4 მოჭადრაკე დაწინაურდა: ვლადისლავ ბოროვიკოვი (უკრაინა, 2558), აზერ მირზოევი (აზერბაიჯანი, 2519), მიხაილ მოჟაროვი (რუსეთი, 2508) და გუჯრატი ვიდიტ სანტოში (ინდოეთი, 2582).

ერთნაირი მონაგარი გააჩნიათ ქართული დელეგაციის წევრებს. მერაბ გაგუნაშვილს (2556), ლევან ფანცულაიას (2595) და თორნიკე სანიკიძის (2553) 2.5-2.5 ქულა გააჩნიათ და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, შესაბამისად, მე-5, მე-15 და მე-16 ადგილებზე იმყოფებიან.

მე-4 ტურში ქართველი მოჭადრაკეები ინდოელებს ეთამაშებიან: ფანცულაია – პრასარდ არუნს (2529), გაგუნაშვილი – დას ნეელოტპალს (2445), ხოლო სანიკიძე – კუმარ პრავეენს (2281). ცენტრალური მირზოევ-ვიდიტის და მოჟაროვ-ბოროვიკოვის დაპირისპირებები იქნება.

ცნობისთვის, ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 3 დეკემბერს დასრულდება. პირველ ნომრად რუსი ივან პოპოვია (2652) განთესილი, ფანცულაია რეიტინგით მეორეა, გაგუნაშვილი – მე-9, ხოლო სანიკიძე – მე-10.

0.124058