ლას ვეგასში დასრულებული საჭადრაკო ტურნირის გაამრჯვებული სახელოვანი გატა კამსკი (აშშ) გახდა, რომელმაც ექვს ტურში 5.0 ქულა მოაგროვა და საპრიზო ფონდიდან 6 500 დოლარი მიიღო, ქართველი მოჭადრაკეები – გიორგი ყაჭეიშვილი (2667) და გიორგი მარგველაშვილი (2624) კი ჩემპიონს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ.
ქართველების ჩათვლით, 4.5 ქულა ჯამში 13-მა მოჭადრაკემ მიითვალა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ყაჭეიშვილმა მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო მარგველაშვილმა – მე-8. მათ საპრიზო ფონდიდან 769-769 დოლარი ერგოთ.