ჩეხეთის და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთა მატჩის შეფასებისას მეტოქეთა აზრი ერთმანეთს დაემთხვა. მასპინძლებმა სტუმრებს ყველა კომპონენტში აჯობეს და დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს. და მაინც, რა ითქვა, ნიმბურკული თამაშის შემდეგ, რომელიც ქართველმა კალათბურთელებმა პირწმინდად – 67:86 დათმეს.
იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჩვენი დღევანდელი თამაშით იმედგაცრუებული ვარ. მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და მეტოქის მწვრთნელ რონენ გინზბურგს და ჩეხეთის ნაკრებს წარმატება მივულოცო. თბილისური თამაშის შემდეგ, მათ გაცილებით უკეთ იასპარეზეს და 19-ქულიანი გამარჯვება დაიმსახურეს. ჩვენი უპირველესი მიზანი მოგება იყო, შემდეგ კი – 11 ქულაზე ნაკლებით მარცხი, თუმცა, ვერცერთ მათგანს ვერ ვუწიეთ. მათ თამაშის ყველა კომპონენტში გვაჯობეს. შემადგენლობის როტაციის დიდი შესაძლებლობა არ მქონია, ბევრი შეცდომა დავუშვით და ტყორცნებიც ბევრი ავაცილეთ – წაგების ძირითადი მიზეზები ეს იყო. სამწუხაროდ, ჩვენი ბედი სრულად ჩვენს ხელთა აღარაა, თუმცა, ვეცდებით, საბრძოლო სული შევინარჩუნოთ და დარჩენილ ორ საშინაო მატჩში საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ”.
გიორგი ცინცაძე: “დღეს, ჩეხებმა ჩვენზე უკეთ ითამაშეს. ისინი მთელი თამაშის განმავლობაში, გაცილებით სწრაფები და მობილიზებულნი იყვნენ. მათი გამარჯვების ძირითადი მიზეზიც ეს იყო”.
რონენ გინზბურგი (ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ძლიერი გუნდის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ და ეს, ძალიან მახარებს. ვიცოდით, რომ მათი ძირითადი გამთამაშებელი წნეხის ქვეშ უნდა მოგვექცია და თბილისური მატჩისგან განსხვავებით, სამწამიან ზონაშიც მეტად გვეაქტიურა. ამ ასპექტებში დიდი სამუშაო გავწიეთ. კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ დასრულებული არაფერია. ახლა, ყველაფერი ჩვენს ხელთაა და მომდევნო მატჩებში წაფორხილების უფლება აღარ გვაქვს”.
ირჟი ველში: “მოგება დავიმსახურეთ. ჩვენ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, რომელმაც პირველ მატჩში დაგვამარცხა. ქართველები ზედიზედ მე-3 გასვლით შეხვედრას ატარებდნენ, თანაც წინა ორ მატჩში დიდი ბრძოლები გადაიტანეს. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია მაღალ ტემპში გარჯა იყო. საქართველოს ნაკრების თამაში რამდენიმე კალათბურთელზეა დამოკიდებული, რომლებიც მოედანზე დიდ დროს ატარებენ. მაგალითად, გიორგი ცინცაძემ შეუცვლელად იასპარეზა. ამდენად, სწრაფად უნდა გვეთამაშა და ისინი წნეხის ქვეშ მოგვექცია, რათა მალე დაღლილიყვნენ. უმეტესი დროის განმავლობაში, ჩანაფიქრი იდეალურად შევასრულეთ, რაშიც ტომაშ სატორანსკის დაბრუნებაც დაგვეხმარა – მან ხომ წინა მატჩი გამოტოვა. ტომაშმა თავი ჩინებულად წარმოაჩინა და მებრძოლი სულიც შეგვმატა”.
მატჩის მიმოხილვა
https://www.youtube.com/watch?v=bYEjAlnBkgo
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე საუკეთესო ვარიანტი იქნბოდა ამ შესარჩევში უკვე ახალი მწვრთნელი ყოფილიყო, რომ გუნდთან შეჩვევა მოესწრო და ხელი დაეტყო ..... ღმერთმა ქნას გავიდეთ და ერთ თვიან შეკრტებაზე ალბათ გაუჭირდება ახალ მწვრთნელს გუნდის დალაგება ( თუმცა ამ დებ..ლს მაინც ემჯობინება ) ......
.... რატომ არაფერი ისმის შერმადინზე ხომ უნდა ეთამაშა ბოლო ორი თამაში, არ შეიძლება ვინმემ გავრცელოს ინფორმაცია საერთოდ ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე .. ( ისე ამ ორი გენიოსი თანაშემწის ყოლას ერთი ნორმალური პრე-სატაშე აეყვანათ არ ჯობდა ? )
ხო მართლა არც ცენტრალური სექტორების 10 ლარიანი ბილეთებია გაყიდვაში
კი. დაიწყო ბილეთების გაყიდვა. ერთი საათის წინ ვიყიდე. როგორც ყოველთვის 15 ლარიანი ბილეთები გაყიდვაში არაა. მოლარე ქალბატონმა ფედერაციას ჯერ არ გადმოუციაო
ეგ ბილეთები ბუნებრივია როგორც წინა თამაშზე იყო, გადამყიდველების ხელში აღმოჩნდება.სპორტის სასახლის სალაროები ხომ ცალკე საკითხია - ბაბა-იაგას იზბუშკები სუფთა.სამარცხვინო!
დაიწყო ბილეთების გაყიდვა??? ვინმემ იცით?
ცქიტას ადგილას შარშან არ წავიდოდი ნაკრებში მაინც სკამზე ყავდა შერმო გამოყავდა და ბურჯანაძე შეყავდა მაგ დაუნს
არაფერი არ არის გამორიცხული, იმის გათვალისწინებით თუ როგორი ბოღმა გამოავლინა კოკოშკოვმა ნიკა ცქიტიშვილის მიმართ.
კალათბურთის დიდი მცოდნე არ ვარ მაგრამ ბავშვობაში ცოტ-ცოტა მითამაშია და ყველას ვისაც ცოტახანი მაინც სჭერია ბურთი, უთამაშებია, კალათში უსვრია ეცოდინება რამხელა დატვირთვას იღებს მაჯა. მითუმეტეს გამთამაშებლის. როცა გამთამაშებელი 40 წუთი გყავს შეუცვლელად ეს დანაშაულია მას შემდეგი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარებაც გაუჭირდება (4 დღეში). დიდი დატვირთვა მოდის 3 წამიანის კალათბურთელებზე სულ ჭიდაობა და ჯაჯგური უწევთ ( ფაჩულია, შენგელია) ესენიც გადაიღალნენ. სანიკიძემ რომ სრულფასოვნად ითამაშოს ამისთვის საჭიროა კომბინაციები სხვანაირად ის ვერაფერს ვერ იზავს არაა მძიმე ფორვარდი რომ შენგელიას სტილში ითამაშოს მას თავისუფალი სივრცეები სჭირდება სასროლად და ფარქვეშ შესასვლელად. ეს ჩვენი კოკო აშკარად აღარ ამუშავებინებს კომბინაციებს. მე როგორც შევატყვე რაღაც განაწყენებულის პოზიციიდან იყურება წინა სეზონებში უფრო გულიანად უდგებოდა საქმეს კარნახობდა კომბინაციებს და აქტიურად იყო ჩართული თამაშში. შენგელიას და ფაჩულიას დემონსტრაციული ჯარიმებიც (ბოლო წუთზე) მიუთითებს რომ არაა ჯანსაღი სიტუაცია გუნდში, ძველი კომენტარებიდანაც მახსოვს რომ ფაჩულია და სხვა წამყვანი კალათბურთელები მწვრთნელის შეცვლის მომხრეები იყვნენ (დიპლომატიურად მაგრამ მაინც) ასე რომ ამ სეზონის ჩაგდება მიზანმიმართული ქმედება მგონია რატომღაც.
ყველაფერში გეთანხმები,მაგრამ ბოლოს ვერ გავიგე მიზანმიმართული ქმედება ვისგან ბიჭებისგან თუ კოკოშკოვის მხრიდან?
კოკოშკოვზე ვსაუბრობ ბიჭები რა შუაში არიან თავს დებენ ბოლომდე ყველა თამაშზე. კი გეთანხმები ცოტა გაურკვევლად მიწერია. კოკოშკოვის წლევანდელი (და შარშან მსოფლიოზე ნაწილობრივ) ქმედება მგინია მიზანმიმართული საბოტაჟი, ტიპი მთელი თამაშის მანძილზე "მშვიდად" დგას და გულხელდაკრეფილი ადევნებს თამაშს თვალს, წინა წლებში ესე არ იყო და საკმაოდ ნორმალურადაც თამაშობდა გუნდი კომბინაციებსაც აწყობდა და პერიმეტრიდანაც ნორმალურად ესროდნენ (სივრცეებს ინთავისუფლებდნენ)
მსოფლიოზე კიარა ევროპაზე
ჩვენს გუნდს არასოდეს არ მოაკლდება გულშემატკივარის მხარდაჭერა - არა იმიტომ, რომ ეს დაფიცებული გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ამ მხარდაჭერას ისინი გულრწფელად იმსახურებენ ობიექტურად შექმნილი სიტუაციის გამო, მაგრამ არ ექნება მხარდაჭერა ფედერაციას და სამწვრთნელო შტაბს, რადგან ისინი არიან ამ პრობლემების გამოწვევის სუბიექტები.
მწვრთნელისაც და მოთამასეების კომენტარები უბრალოდ გულის ამრევია
ევროპაზე თუ გავაღწიეთ დროა ცქიტიშვილსაც და გამყრელიძესაც საჯაროდ ბოდიში მოუხადონ და ნაკრებში დაბრუნება თხოვონ! კოკოშკოვის გაშვებას ამ სეზონზე არანაირი აზრი აღარ აქვს, მაგრამ მერეც თუ არ გაუშვეს და თავზე გადასარბენია მთელი ფედერაცია ისედაც მგონია, რომ მაგათი ყოფნით საქმე ფუჭდება. ნაკრებს ტაქტიკა არ აქვს ბურთის ერთმანეთზე შეჩეჩებით წინ ვერ წავალთ! შეცდომის აღიარება სისუსტე არაა, მაგ ამბავს ვაჟკაცობა ჭირდება და ერთხელ მაინც გამოიჩინონ ვაჟკაცობა და საქმეს მიხედონ!
არუნდა ვიყოთ იმის იმედათ , რომ 3_იანს რომ ისვრის იქნებ გამაზოსო
Yველაზე მეტი ქულა გვაქვს ჯგუფში და ამავე დროს ყველაზე მეტი მიღებული !!! ანუ დაცვას მიხედეთ დაცვას !!! და 3 იანებს ნუ ასროლინებთ მასე თავისუფლად
ძალიან ნელი ტემპი ნელი მოძრაობა ცუდად დამუშავებული კომბინაციები სათადარიგო მოთამაშეების არ გამოყენება არ მინახია ჯერ გუნდი სამიანებს რომ საერთოდ არ ესროდეს სხვა მთვრთნელი გვინდა რომელიც ტაქტიკურად გამართულ და გუნდურ კალათბურთს გვათამაშებს და რაც მთავარია პროგრამას შეადგენს რომელი პროგრამითაც ასაკობრივი ნაკრებები მოემზადებიან უკრაინელებმა ხომ ასე დააწერინეს კალათბურთის განვითარების პროგრამა ფრატელოს
ისე ადმინ გუშინდელი ტურის მერე რა ხდება ჯგუფებში,რომ დადოთ ურიგო არ იქნება.
34-წლის ველშმა ხო ხედავთ, რა გვიყო მეტი ხნის კი არაა ცქიტიშვილი.
მიზეზიც არ გვითხრეს რის გამო არ იძახებენ
debili mwvrtneli gvyvavs da imito
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
სანადძეს რატომ არ ათამაშებს ვერ გავიგე ? არადა გვყავს ზამენები და ათამაშოს
kokoshkovi gasashvebia nakrebidan madloba rac gaaketa chventvis magram ashkaraa rom ukan ukan mivdivart da axali sisxlia sachiro mwvrtnelis saxit
40 wuts tamashs tu qachav kombinacias vegar gaaketeben ra logika gaq sheen
kokoshkovis xo ar xar vinme?:d
ზუსტად მაგ დღეშია ქეცბაიაც ერთი საშუალოზე ოდნავ მაგალი დონის პეხბურთელიც არ ყავს რომ იმაზე მაინც ააგოს ტაქტიკა და ათამაშებს სვარკას
ეს ნიკი კოკოშკოვის დასაცავად შექმენი?
შეადარე რა ფეხბურთელების ჯოგი კალათბურთელებს
DDDDDDDDDD
გვეღადავები შენ მე მგონი
))
ვისაც აქვს გამოცდილება ისინი გადაგლილები არიან და ამდენს ვეგარ ქაჩავენ. ნორმალური ზამენა რო გვყავდეს მერე დაგვებრალებინა კოკოშკოვზე
არა მგონია თუნდაც ლეჟავა, ფაცაცია, სანაძე,ფხაკაძე და სხვები იმდენი დაბალი დონისანი იყვნენ, რომ კოკოშკოვმა სქემა აუხსნას და ვერ გაიგონ.მარა ამათთვის კი არ ერთი სქემის გარდა არანაირი სხვა სქემა არა აქვს ლიდერებისთვისაც მარტო პასი ზაზას, თოკოს და დავაი ფარზე.
რატო არ გვყავს ნორმალური ზამენა მერე, სად არიან ცქიტიშვილი და გამყრელიძე?
visac aq gamocdileba pirvel xuteuls imatgan rame kombinacia dainaxe gushindel tamasshi?
პირველ რიგში თავის გუნდებში ნაკრებში გამმოცდილების მისაგებად ვინც მოყავთ იმათ ეგეთ პრინციპულ თამაშებში ვერ ათამაშებენ
visac aq gamocdileba pirvel xuteuls imatgan rame kombinacia dainaxe gushindel tamasshi?
mere mag bichebi gamocdileba sad unda miigon skamze jdomit?
ლეგიონერი აუცილებლად გვჭირდებოდა. მანუ მაგრად აკლია გუნდს შერმადინიც მაგრად შეცვლიდა ზაზას ეხლა კი ისეთი ზამენები გვყავს დონეს რომ თავი დაანებო გამოცდილება არ აქვთ საერთოდ და ზნელია ეგრე რამე კომბინაციური კალათბურთი ათამაშო გუნდს
მაგან მოსინჯოს კომბინაციები და თუ არ გამოვა მერე ვილაპარაკოთ.
მაგაზე ფედერაციას უნდა ეზრუნა Yვ-ის ფხანით როა დაკავებული
დიდი მცოდნე არ ვარ კალათბურთის მარა მე როგორც ვხედავ ბიჭები ბოლომდე იბრძვიან.,3 კალათბურთელი გვაკლია თან ყველა სასტავის მარკოიშვილი.შერმადინი. ჰიკმანი...სულ 5 კაცი თამაშობს კალათბურთს და ეს 3 კაცი დიდი დანაკლისია.კიდე საღოლ ამათ
რაც გვყავს იმითაც უნდა ვუგებდეთ უნგრელებს უპრობლემოდ კაი მწვრთნელის პირობებში.
vinc yavs tadarigshi iis lejava tu shemoyavs igive wivwivadze da pxakadze ro shemoiyvanos araperi dashavdeba
ზოგზოგიერთი პროფესორობთ აქ და ა იწუნეთ გრინი და ლეგიონერები გასვლIთ სულ გავალთ მაგრამ საპრიზო ამათგან არიქნებაა,სამძორეთი..
რომ დაასვენოს ვინ შემოიყვანოს?)))
ვინმე მაინც უნდა ათამაშოს აბა ეგენი გამოფიტა და მაინც წავაგეთ. რობოტები კი არ არიან.
გამყრელიძე წაეყვანა და არ იქნებოდა ეგ პრობლემა, მარა არ წაიყვანეს ხოდა ახლა კალათბურთელებზე წუწუნი არ გავიგო, იგივე ცქიტიშვილი წაეყვანათ.
gundi ro ert kombinacias ver aketebs eg visi bralia sheileba ver chaagdo mara ragac kombinacia xo unda qondes gunds chveni tamashi pasi zazas an tokos da mere iq jajguri da egre ar gamova araperi
30%procentit namdvilad ar esvrian da tamashis bolos ro apucheben eg imis bralia rom dasvenebis sashualebas ar adzlevs mwvrtneli
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
არცერთი კალათბურთელი ფორმაში არაა 3 ქულიანებს კი არა ჯარიმებს ესვრიან 30%
კომენტარებს ვკითხულობ და გადავწყვიტე პირველად დამეწერა მეც კოკოშკოვის რა ბრალია გუნდი როცა 2-3 3ქულიანს აგდებს თამაშში. ესაა ფედერაციის ბრალი რომ არავინ მოიწვიეს საშუალო დონის მაინც. 3 კალათბურთელით კიდევ მაგრად თამაშობენ ბიჭები.
ფედერაცია რა ხვითოცაა ვიცით, მარა კოკოშკოვს უნდა დაესვა კატეგორიულად საკითხი, რომ მე ერთი გამთამაშებლით ვერ ვითამაშებ და ლეგიონერი მომიყვანეთო. ან სამიანებს ვერ აგდებენო, რომ იძახი, გინახავს სამქულიანის კომბინაცია გაეთამაშებინოთ და მერე ესროლოთ, უბრალოდ ასეთი კომბინაცია არაა კოკოშკოვის არსენალშ.
კოკოშკოვის ბრალი ისაა რომ სქემა და კომბინაციები აღარ აქვს (რაც აქვს გაშიფრულია და ფაქტიურად ბიჭებს თავიანთით უმწვრთნელოდ უწევთ თამაში).
მოკლედ დაერხათ საქართველოს ნაკრებს რაა,ერთ კობინაციას რომ ვერ გააკეთებ ესააა ნაკრები,კოკოშკოვს სულ ერთ ადგილას კიდია ყველაფერი,მაგის ჩამომყვანს რა უთხარი რაა
მიმაჩნია, რომ იმ დროს როდესაც არ გაგვაჩნია სხვა უკეთესი და ამავე დროს ძვირადღირებული მწვრთნელის მოწვევა, იქნებ ეცადა ფედერაციას ლატვიის ნაკრების მწვრთნელის აინარს ბაგატსკისთან დაკავშირება და ფონის მოსინჯვა ამ შესარჩევის შემდეგ?
ამ კაცმა სოხუმშიც დაამტკიცა საკუტარი სამწვრთნელო შესაძლებლობები და ახლაც ამტკიცებს ჩვენზე ნაკლები შემადგენლობის მქონე ლატვიის ნაკრებით (4 თამაშიდან 4 მოგება)და მგონი ყველას გვახსოვს წინა შესარჩევიდან მისი ნაკრები სასიამოვნოდ დალაგებულ, კომბინაციურ თამაშს თამაშობდა...
მეცოდებიან ბიჭები რა, და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იმსახურებენ ფინალურ ეტაპზე გასვლას........მაგრამ საკითხავი აი ეს არის, მომდევნო ორ თამაშში გვეშველება ვითომ რამე??????მოვიგებთ კი იმ დარჩენილ ორ თამაშს? გასკდა გული და ეგააა
რას ვერჩით, მართალია ველში, ეგენიც კი ხვდებიან რომ დაიტნაჯა ბუ შეცვლის გარეშე, ხანდახან ფხაკაძეც გამოეყვანა ხოლმე, რომ დაესვენა მაინც ბუს