ფეხბურთი

10:19 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები დანიაში, რუსეთსა და კვიპროსზე

 

დანიაში "ორჰუსმა"გასვლაზე 2:0 აჯობა "ესბიერგს" და მეხუთე ადგილზეა. დავით დევდარიანი ტრავმირებულია, მათე ვაწაძე განაცხადში იყო და მინდორზე არ შეუყვანიათ, ხოლო დავით სხირტლაძემ ბოლო 25 წუთი ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა.  

რუსეთში გია გრიგალავას 'ანჟი" "ყუბანთან" სტუმრად 0:2 დამარცხდა და ბოლო ადგილზე დარჩა. 14 ტურში გუნდს 6 ქულა აქვს და ექვსივე ფრეების ხარჯზე – მოგების გარეშე. გრიგალავამ გაფრთხილება მიიღო.

კვიპროსზე აპოელი-"ანორთოსისი" გაიმართა და შოთა გრიგალაშვილის გუნდმა 0:1 წააგო. გრიგალაშვილმა 73-ე წუთამდე ითამაშა, მისი გუნდი კი მესამე ადგილზეა.

 

0.107525