რაგბი

15:41 | 5.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ქართველები და რუმინელები ჩვენზე მაღლა დგანან”

რუსების უელსელმა თავკაცმა მარცხიანობის მიზეზები გაანალიზა


“ერთა თასის” მორიგი მატჩის წინ, რომელშიც რუსეთის სარაგბო ნაკრები სოჭში პორტუგალიას მიიღებს, მასპინძელთა უელსელი თავკაცი კინგსლი ჯონსი რუმინეთთან და საქართველოსთან წაგებულ შეხვედრებს გამოეხმაურა და არც იმის აღნიშვნა დავიწყნია, რომ “დათვების” უმთავრესმა კონკურენტებმა 2015 წლის მსოფლიოს თასის საგზურები ღირსეულად მოიპოვეს.

“რუმინეთთან და საქართველოსთან თამაშებისას, მე-2 ტაიმებში ძალას და საკუთარ თავში რმენას ვკარგავდით. ეს მიუღებელია. მატჩი 80 წუთს გრძელდება და არა – ერთი ტაიმი. ძლიერი ნაკრებები კონცენტრაციას მთელი შეხვედრის განმავლობაში ინარჩუნებენ.

პრობლემა მხოლოდ კონცენტრაციაშიც არაა. თამაშისას ექვსი-შვიდი სრულფასოვანი შეცვლის გაკეთება უნდა შეგვეძლოს. სამწუხაროდ, ის მორაგბეები, რომლებიც გასულ მატჩებში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდნენ, ძირითადის წევრებს ჩამორჩებოდნენ. ამდენად, მთელი მატჩის განმავლობაში ერთ დონეზე ასპარეზობას ვერ ვახერხებდით.

ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ რუმინელები და ქართველები ამ მომენტში ჩვენზე მაღლა დგანან და მათთან მარცხის მიზეზიც ესაა. მზად ვარ ეს ვაღიარო, რადგანაც რეალისტი გახლავართ. ბევრი ქართველი და რუმინელი მორაგბე ფრანგულ კლუბებში ირიცხება და შესაბამისად, მაღალ დონეზე თამაშობენ.

ერთიცაა, რუმინეთთან წაგებამ უფრო გამანაწყენა. იმ თამაშის გახსენებაც არ მინდა, რადგანაც მე-2 ტაიმი უბრალოდ საშინლად ჩავატარეთ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118092