ჭადრაკი

0:07 | 2.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ათეულს მიღმა დარჩნენ

აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირში 5 ქართველი მოჭადრაკე თამაშობდა, თუმცა, მათგან ათეულში მოხვედრაც კი ვერავინ შესძლო.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ლევან ფანცულაიამ (2556) აჩვენა, რომელმაც 9 ტურში 5.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-13 ადგილზე გავიდა. 5.0 ქულით მე-20 პოზიცია დაიკავა მიხეილ მჭედლიშვილმა (2640), დანარჩენებს კი ასეთი შედეგები ჰქონდათ: 32. გიგა ყუფარაძე (2489) – 4.5; 34. ბაჩანა მორჩიაშვილი (2377) – 4.5; 36. ზურაბ ჯავახაძე (2448) – 4.5;

საუკეთესო მონაგარი – 6.5 ქულა სამ მოჭადრაკეს აღმოაჩნდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: 1. იგორ კურნოსოვი (რუსეთი, 2649); 2. ალეკსანდრ შიმანოვი (რუსეთი, 2639); 3. გადირ გუსეინოვი (აზერბაიჯანი, 2623);

შეგახსენებთ, რომ ნახიჭევანის ტურნირის საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი გახლდათ, საიდანაც გამარჯვებულმა კურნოსოვმა 10 ათასი მიიღო.

 

0.121563