ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირში სამი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება – ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი.
მე-3 ნომრად განთესილმა მეტრეველმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბოლატ მამირს (ყაზახეთი) 6:1, 6:1 სძლია და მერვედფინალში რუს ვიტალი კოზიუკოვს გაეჯიბრება.
მერვედფინალშივე კიდევ ერთ რუს ევგენი ტიურნევს გაეჯიბრება ჯავახიშვილი, რომელმაც საწყის შეხვედრაში საგადატ აიაპს (ყაზახეთი) აჯობა – 7:6 (7:5), 7:5.
წარუმატებელი სტარტი ჰქონდა ცივაძეს, რომელიც მე-7 რეიტინგის მქონე
წყვილებში ჯავახიშვილმა და ცივაძემ ყაზახებს – ჩემბოტაიევს და მამირს 6:1, 6:2 მოუგეს და მეოთხედფინალში მე-2 ნომრად მიჩნეულ რუს ფუფიგინს და უზბეკ შოფაიზიევს ეთამაშებიან.
მე-4 განთესვის მქონე მეტრეველის და ყაზახი იევსეევის დუეტი რუსულ ტანდემთან (კოზიუკოვი-კრასნორუცკი) 6:2, 1:6, 6:10 დამარცხდნენ.