ჩოგბურთი

1:03 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები 10-ათასიან ტურნირებზე

იტალიის ქალაქ კასერტას 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღეს ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ. მე-6 ნომრად განთესილმა გორგოძემ “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ სარა ეჩელს 6:3, 6:1 სძლია, ქვაცაბაიამ კი დომინიკელ ფრანჩესკა სეგარელის 6:4, 7:5 მოუგო.

მერფვედფინალში გორგოძე არგენტინელ კაროლინა ზებალიოსს გაეჯიბრება, ქვაცაბაიას მეტოქე კი პირველი განთესვის მქონე გერმანელი ან შეფერი იქნება. წყვილებში ქართველი ჩოგბურთელები მე-2 რეიტინგით პირდაპირ მეოთხედფინალში არიან დაშვებულნი, სადაც იტალიელები – ალესანდრელი და სირილო იქნებიან.

ისრაელში, რამლეს 10-ათასიან ტურნირში ჩაება მარიამ ბოლქვაძე. მან კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებული ებრაელი შირ აზრანი 6:3, 6:1 დაამარცხა და მე-2 წრეში მე-5 ნომრად განთესილ უნგრელ ნაომი ტოტკას ეთამაშება.

წყვილებში ბოლქვაძემ და ბრიტანელმა მანიშა ფოსტერმა ებრაელებს კოენს და ლოდზკის 6:3, 6:1 სძლიეს და მეოთხედფინალში მასპინძელთა კიდევ ერთ დუეტთან (სტერენბახი-ზანდბერგი, მე-3) ჭიდილი ელით.

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე კიდევ ერთ 10-ათასიან ტურნირზე, საწყის წრეში მასპინძელ ოლა აბუ ზეკრის დაუპირისპირდება თამარ ჭალაგანიძე. წყვილთა შეჯიბრში ქართველი ჩოგბურთელი და ინდოელი ეასვარამურტი უკრაინულ დუეტთან (ივანიჩენკო-სტოტიკა) 3:6, 6:1, 6:10 წააგეს.

0.121053