19 წლის ირაკლი ღერკენაშვილი ამ ზაფხულს ლიტვის "ბანგადან" გადავიდა პოლონეთის პირველი ლიგის "სანდეციაში", მაგრამ თამაშის უფლებას არ რთავენ. როგორც პოლონური კლუბის ხელმძღვანელობა ამბობს, ღერკენაშვილს ყველა საბუთი მოწესრიგებული აქვს, მაგრამ ლიტვის ფეხბურთის ფედერაციიდან სერთიფიკატი არაა მიღებული.
ღერკენაშვილი კიევის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და რამდენჯერმე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც მიიწვიეს.