ჭადრაკი

23:41 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა მე-7 ადგილი ვილნიუსში

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში დასრულდა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც საქართველოს ქალთა გუნდიც მონაწილეობდა ნონა გაფრინდაშვილის (2300), თამარ ხმიადაშვილის (2076), ციალა ქასოშვილის (2144) და ნინო მელაშვილის (2127) შემადგენლობით.

ქართველმა მოჭადრაკეებმა 9 ტურში 9 ქულა მოაგროვეს და 18 ნაკრებს შორის მე-7 ადგილი დაიკავეს. ჩემპიონი ლიტვის პირველი გუნდი გახდა 17 ქულით, მე-2 ინგლისის ეროვნული გუნდი იყო 15 ქულით, მე-3 კი – რუსეთის ნაკრები 12 ქულით.

 

0.113488