ფეხბურთი

23:37 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ გოგონათა 0:15

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ფინეთში იმყოფება, 2 მატჩი ჩაატარა და ორივე დიდი ანგარიშით წააგო.

თამაზ კოსტავას და გერონტი ნაჭყებიას შეგირდები ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდნენ – 0:8, შემდეგ კი მასპინძელ ფინეთთანაც – 0:7.

18 სექტემბერს ქართველ გოგონებს დასკვნითი მატჩი ბერძნებთან ელით და მართალია, ამ უკანასკნელთ ასევე ორივე თამაში წაგებული აქვთ, წარმატების ნაკლები შანსი გააჩნიათ. საქმე ის არის, რომ საბერძნეთი ფინეთთან 0:4 დამარცხდა, ჩრდილოეთ ირლანდიასთან კი მხოლოდ – 0:1.

ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპზე 11 შესარჩევი ჯგუფია შექმნილი, საიდანაც ელიტ-რაუნდში ჯგუფების გამარჯვებულები და 10 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადიან. იქ უკვე დაშვებულნი არიან გერმანია, ინგლისი და საფრანგეთი.

0.13547