საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე–8 ტური ერთობ უხვგოლიანი გამოდგა. თავადაც ხედავთ – 6 მატჩში 23 გოლი გავიდა.
გამოსარჩევია „დინამოს“ გამარჯვება „სიონთან“, სადაც თბილისელთა ლეგიონერმა დორინ გოგამ ჰეთ–თრიქი გაიფორმა. დიდი ანგარიშით იმარჯვა „ზესტაფონმაც“, რომელიც „ზუგდიდს“ ეწვია და შინ დამსახურებული 3 ქულით დაბრუნდა.
ყველაზე უხვგოლიანი მატჩი „მცხეთა პარკზე“ შედგა – „ვიტ ჯორჯიამ“ რუსთავის „მეტალურგს“ 5:2 სძლია.
„ზუგდიდი“ – „ზესტაფონი“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 შარიქაძე (3), 0:2 ლომია (80), 0:3 ლომია (90)
„სიონი“ (ბოლნისი) – „დინამო“ (თბილისი) 1:4 (1:2)
გოლები: 0:1 გოგა (8), 1:1 აფციაური (16), 1:2 გოგა (37), 1:3 მერებაშვილი (65), 1:4 გოგა (79)
„ჩიხურა“ (საჩხერე) – „სპარტაკი“ (ცხინვალი) 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ტატანაშვილი (44), 2:0 ტატანაშვილი (62), 2:1 კვეკვესკირი (89)
„გურია“ (ლანჩხუთი) – „დილა“ (გორი) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 შალამბერიძე (63), 2:0 კოშკაძე (80)
„მერანი“ (მარტვილი) – „ტორპედო“ (ქუთაისი) 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 კაპანაძე (9), 0:2 ჭელიძე (28), 0:3 კუხიანიძე (59)
„ვიტ ჯორჯია“ (თბილისი) – „მეტალურგი“ (რუსთავი) 5:2 (3:1)
გოლები: 1:0 სიჭინავა (3), 2:0 კორიფაძე (15), 3:0 ლობჟანიძე (42), 3:1 საჯაია (45),3:2 რაზმაძე (68პ.) 4:2 კორიფაძე (80), 5:2 ლობჟანიძე (86)
1. | დინამო | 8 | 6 | 1 | 1 | 19:7 | 19 | |
2. | ტორპედო | 8 | 5 | 3 | 0 | 13:4 | 18 | |
3. | ჩიხურა | 8 | 5 | 1 | 2 | 17:11 | 16 | |
4. | გურია | 8 | 4 | 0 | 4 | 8:9 | 12 | |
5. | მერანი | 8 | 4 | 0 | 4 | 11:14 | 12 | |
6. | ვიტ ჯორჯია | 8 | 3 | 2 | 3 | 13:11 | 11 | |
7. | დილა | 8 | 3 | 2 | 3 | 10:10 | 11 | |
8. | მეტალურგი | 8 | 3 | 2 | 3 | 9:14 | 11 | |
9. | ზესტაფონი | 8 | 3 | 1 | 4 | 9:7 | 10 | |
10. | სიონი | 8 | 2 | 2 | 4 | 10:13 | 8 | |
11. | ზუგდიდი | 8 | 1 | 2 | 5 | 3:13 | 5 | |
12. | სპარტაკი | 8 | 1 | 0 | 7 | 4:13 | 3 |
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.